ექვსი წლის წინ, როდესაც აგარაში საგანმანათლებლო საქმე დავიწყე, ბევრი ადამიანი სკეპტიკურად მიყურებდა. მეუბნებოდნენ, რომ ასეთ კონკურენციაში სამი თვეც ვერ გავძლებდი.
დაბაში უკვე იყვნენ დამკვიდრებული სკოლის მასწავლებლები და თითქოს ყველაფერი განაწილებული ჰქონდათ.
მე კი მჯეროდა, რომ განათლებაში ყოველთვის მოიძებნება ხარისხიანი შრომის ადგილი.
სემესტრის ჩაგდების გარეშე მეშვიდე წელი დაიწყო ახლა და ასეთი საინტერესო რეალობა გვაქვს:
მასწავლებლებს, ვისაც ამ წამოწყების არ სჯეროდათ, დღეს საკუთარი შვილები დაჰყავთ ინგლისურზე.
საუკეთესო პასუხი სკეპტიციზმზე ყოფილა, გაუძლო დროს და იშრომო მაშინაც კი, თუნდაც ამისთვის დიდ მოტივაციას არ გაძლევდნენ.