ექვსი წლის წინ, როდესაც აგარაში საგანმანათლებლო საქმე დავიწყე, ზოგი ადამიანი სკეპტიკურად მიყურებდა. მეუბნებოდნენ, რომ ასეთ კონკურენციაში სამი თვეც ვერ გავძლებდი.
დაბაში უკვე იყვნენ დამკვიდრებული სკოლის მასწავლებლები და თითქოს ყველაფერი განაწილებული ჰქონდათ.
მე კი მჯეროდა, რომ განათლებაში ყოველთვის მოიძებნება ხარისხიანი შრომის ადგილი.
სემესტრის გამოტოვების გარეშე მეშვიდე წელი დაიწყო და ასეთი საინტერესო რეალობა გვაქვს:
იმ მასწავლებლებს, ვისაც არ სჯეროდათ ამ წამოწყების, დღეს საკუთარი შვილები დაჰყავთ ცოდნის მისაღებად.
საუკეთესო პასუხი სკეპტიციზმზე ყოფილა, გაუძლო დროს და იშრომო მაშინაც კი, თუნდაც ამისთვის დიდ მოტივაციას არ გაძლევდნენ.