პატარა იდეით მოვედი და ვეძებ კომპანიას ან ადამიანს, ვისთანაც ახლოს იქნება ეს იდეა.
კლასის მოსაცდელი აგარაში მინდა უფრო თბილ, კომფორტულ, შემოქმედებით სივრცედ ვაქციო. მეტად “ბავშვური” და თავისუფალი რომ იყოს.
პირველი ნაბიჯი ამისთვის გადავდგი – კედლებზე საგაკვეთილო ფოტოები და მოსწავლეთა აქტივობების კადრები გავაკარი.
ახლა ექვსი ფერადი პუფი მინდა დავამატო ხის მაგარი სკამების ნაცვლად, რათა უფრო კომფორტულად იყვნენ ბავშვები და შემოსვლისთანავე პოზიტიური ენერგიით დაიმუხტონ.
თუ ვინმეს ექნება სურვილი, წვლილი შეიტანოს მოსაცდელი სივრცის გალამაზებაში, აქ დავტოვებ საკონტაქტო ინფოს.
