TEDx-ის ყურებისას ბავშვობაში ვფიქრობდი – რა მაგარი იქნებოდა, ერთ დღეს მეც რომ გამეზიარებინა ჩემი იდეა.
რამდენიმე კვირის წინ აპლიკაცია გავაგზავნე TEDxTbilisi-ზე. გუშინ კი გავიგე, რომ გამომსვლელთა შორის ვერ მოვხვდი. მიზეზად აღნიშნეს მაღალი კონკურენცია.
სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიკვირდა.
წლევანდელი თემა არის “Small Steps” პატარა ნაბიჯები. ჩემი ცხოვრების გზა კი სწორედ ასეთ პატარა ნაბიჯებზეა აგებული: სოფლის მასწავლებლის ყოველდღიური ბრძოლა, ახალგაზრდების მხარდაჭერა და მცდელობები, რომ პერიფერიის ბავშვებმა ოცნებები შეინარჩუნონ.
მოგვიანებით გადავხედე სპიკერების სიას და ალბათ, ადგილი მათთვის უფრო მარტივად მოიძებნა, ვისაც აქვს გავლენა და ჰყავს ფართო აუდიტორია.
არ იფიქროთ, რომ ნაწყენი ვწერ ამ პოსტს ან ვინმეს ვაკრიტიკებ. პირიქით, შემართებით ვაგრძელებ არჩეულ გზას და ისტორიებს ჩემს ვებგვერდზე გაგიზიარებთ. ამისთვის არ არის აუცილებელი სცენა.
