თუ გახსოვთ, ამას წინათ ვწერდი, რომ უარი მივიღე TEDxTbilisi-ში მონაწილეობაზე.
გავიდა დრო და რთულია პოსტით გადმოვცე ის ემოცია, რასაც ახლა განვიცდი.
ქალბატონმა ეკა ნოზაძემ მიმიწვია საკუთარ YouTube გადაცემაში სასაუბროდ.
ჩემი ისტორია ნამდვილად არ არის რაღაც გრანდიოზული. უფრო ცხოვრებისეულ სამუშაო პროცესს დავარქმევ.
პატარა დასახლებაში უკეთესის შექმნა – ნელა, ყოველდღიური შრომით.
აგარაში ვასწავლი ახალგაზრდებს, ვისაც სჯერა, რომ ენის ათვისება კარიერისა და თავისუფლების გასაღებია.
ეს ბავშვები მეც მასწავლიან ყველაზე მნიშვნელოვანს: განათლება ცოდნასთან ერთად არის იმედი.
იმედი იმისა, რომ შესაძლებელია მომავალზე ფიქრი იქ, სადაც ბევრ ზრდასრულს უკვე აღარ სჯერა.
მცირე რესურსები გვაქვს, მართალია, მაგრამ ვმუშაობ ამ რესურსებით, როგორც არის შესაძლებელი.
