ერთი კომენტარი ნამდვილ ამბად იქცა:
პროფესიით გერმანისტმა თეონა ალაშვილმა პოსტი დამიკომენტარა, რომ დიდი სურვილი ჰქონდა ჩემი მოსწავლეები ენახა და უცხო ენების შესახებ მათთან ესაუბრა.
ამ კომენტარის წაკითხვისთანავე ჩვენს კლასში მოვიწვიე იგი.
თეონა ოჯახთან ერთად გვესტუმრა, შეხვდა ბავშვებს და გადმომცა სუპერგმირი მასწავლებლის სერტიფიკატი.
იმდენად გამეხარდა ეს მოულოდნელი ჯილდო, რომ შემოსასვლელში ყველაზე თვალსაჩინო ადგილას დავკიდე, როგორც სამახსოვრო დღის სიმბოლო.
