ინგლისურში მყავს მოსწავლე, ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი პაპუაშვილი, რომელმაც პირველად ითამაშა ევროპაში.
აღნიშნული გასვლა მისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, მაგრამ პოსტის მთავარი თემა მხოლოდ ეს არ არის.
გიორგის მონდომების უკან დგანან მისი მშობლები.
ოჯახი, რომლის ყოველდღიურობა ვარჯიშის გარშემო ეწყობა: დამღლელი გზა აგარიდან თბილისამდე, დროის მუდმივი გათვლა, გადადებული გეგმები.
დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, გიომ ორჯერ შეძლო თვის ლიდერებში მოხვედრა და ერთხელ იასპარეზა ჩვენს მთავარ კონკურსზე.
ასე უნდა დააფასო მშობლების ამაგი – აირჩიო განათლების გზა სპორტული მიღწევების გვერდიგვერდ.
