პატარა ელენემ “საუკეთესო მასწავლებლის” ჯილდო მომიტანა.
სიმართლე გითხრათ, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.
წლებია, მოსწავლეებს მე თვითონ გადავცემ პატარ-პატარა პრიზებს, სასწავლო ნივთებს, სერტიფიკატებს.
მსგავსი წახალისებები გახდა ჩემი ბუნებრივი როლი.
საუკეთესო რამდენად ვარ, არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ, გაკვეთილები იყოს გასაგები, სტრუქტურირებული და რეალურად სასარგებლო. ზუსტად იცოდნენ ბავშვებმა, რას სწავლობენ და რატომ.
ალბათ ასეთ დეტალებში გროვდება მერე ის, რასაც ადამიანები აფასებენ.
მადლობა!

