შესავალი
ოქტომბრიდან თურქული ენის ახალი სასწავლო სეზონი იხსნება, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს რვა თვეს. დაინტერესების შემთხვევაში, მოიწერეთ: სახელი და გვარი, წლოვანება, საკონტაქტო ტელეფონი.
მიღების მინიმალური ასაკი თორმეტი წელი. ყოველთვიური საფასური გახლავთ ორმოცი ლარი. კურსი განკუთვნილია ნულოვან საფეხურზე მყოფთათვის, ვინც ანბანიდან იწყებს თურქულის სწავლას.
მეცადინეობა ტელეგრამზე წარიმართება, სადაც უნდა დარეგისტრირდეთ და მოძებნოთ ნომერი +995598212687.
განრიგს მიმდინარე თვის ბოლომდე შეგატყობინებთ.
სწავლება
თემიკ მეთოდით ჩატარებული გაკვეთილები მრავალფეროვანია, რაც მოიცავს: საუბარს, კითხვას, სიტყვების სწორად გამოთქმაზე მუშაობას, მოსასმენ და წერით სავარჯიშოებს. დროის ორი-მესამედი პრაქტიკულ ნაწილს ეთმობა.
ფინალურ ეტაპზე კომუნიკაცია თურქულად მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს მეტყველების დახვეწას.
მოსამზადებელ ჯგუფში სულ მცირე ხუთი წევრია. თვეში ექვსი შეხვედრა ტარდება, რომლის ბოლოს გამოითვლება მოსწავლის პროცენტული შედეგი.
კურსის დასრულების შემდეგ გექნებათ A2 დონის ცოდნა. ეს საშუალებას მოგცემთ, თქვენთვის ნაცნობ თემებზე ააწყოთ მარტივი წინადადებები; როგორიცაა, პირადი და ოჯახური ინფორმაცია, საყიდლები, საინტერესო ადგილები, სამსახური, სკოლა, უნივერსიტეტი.
ინსტრუქტორი
თემურ იკოშვილი არის უცხო ენების სერტიფიცირებული პედაგოგი დაბა აგარიდან. საგნობრივი კომპეტენცია მას ინგლისურში დადასტურებული აქვს შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ.
თურქულს რაც შეეხება, თავდაპირველად 2020 წელს დაიწყო მსურველთა მომზადება, თუმცა რესურსების დეფიციტიდან გამომდინარე, დროებით შეაჩერა. გარკვეული ხნის შემდეგ კი ცოდნის განახლება და სწავლების გაგრძელება გადაწყვიტა.
იკოშვილის ახსნილი გაკვეთილები გააშუქეს ტელევიზიებმა “რუსთავი ორი”, “ფორმულა”. რადიო “ფორტუნა”. მისი თარგმანით სარგებლობენ საჯარო თუ კერძო სტრუქტურები.
გრძელვადიანი პერიოდით თემური აპირებს საგანმანათლებლო სექტორში დარჩენას.