ამ რამდენიმე დღის უკან, გაკვეთილზე მოსწავლემ დასველებული წიგნი და რვეულები ამოალაგა.
გაკვირვებულმა შევხედე – მორცხვად გამიღიმა და მითხრა, რომ წვიმაში დაუსველდა სასწავლო ნივთები.
სწორედ მაშინ შევნიშნე, რომ ჩანთის უქონლობის გამო ერთჯერადი პარკით დადიოდა ინგლისურზე.
უცნაურ სიჩუმეში ვიყავით ორივე.
გაკვეთილის ბოლოს, ისე რომ ზედმეტი ყურადღება არ მიმეპყრო, ახალი ჩანთა და მასში ჩაწყობილი სასწავლო ნივთები გავატანე.
არასდროს არ დამავიწყდება მოსწავლის თვალებში აკიაფებული სინათლე.
ზოგჯერ პატარა ყურადღებაც კი საკმარისია, რომ ბავშვის შრომა და ოცნებები უფრო ძლიერი გახდეს.