ასეთი შემთხვევები მახსენებს, თუ რატომ ავირჩიე მასწავლებლობა.
უმცროსკლასელი ბავშვი შემოუერთდა მეცადინეობას და ცარიელი მზერით დაჰყურებდა წიგნს პირველ გაკვეთილზე. კითხვა არ სურდა. ალბათ, ჯგუფელებთან მორცხვობისა და შეცდომის შიშის გამო.
აღარ ჩავეძიე, უბრალოდ ვუთხარი: “როცა მოგინდება საუბარი და წაკითხვა, მე აქ ვარ და გისმენ. შეცდომებს შეგისწორებ, სულ ესაა.”
მის მზერაში დაახლოებით იკითხებოდა: “ნუთუ მართლა გჯერათ, რომ ინგლისურს ავითვისებ?”
გავიდა ექვსი თვე. ახალი მოსწავლე ასაკობრივ ოლიმპიადაში ჩაერთო და 85 ქულა აიღო ასიდან.
ოლიმპიადიდან დაბრუნებულმა მითხრა: “მას, მგონი პირველად ვფიქრობ, რომ რაღაცის სწავლა შევძელი.”
უცხო ენა მხოლოდ გრამატიკა და სიტყვები არ არის. ეს, პირველ რიგში, რწმენის გაღვივებაა მოსწავლეთა გულებში.