დამოუკიდებლობის დღეს

ზრდასრულთა ჯგუფში ჩაეწერა მოსწავლე, რომელიც გაცნობითი გაკვეთილის შემდეგ აღარ გამოჩენილა. კონტაქტზეც ვერ გავედი და ჩავთვალე, გადაიფიქრა სწავლა – თქო.

დამოუკიდებლობის დღეს ვისვენებთ, თუმცა მოულოდნელად ძახილის ხმა შემომესმა. გავიხედე და კართან ეს დაკარგული მოსწავლე იდგა.

მითხრა, პირველი მეცადინეობის მერე წუთებს ვითვლიდი, მაღაზიიდან გაკვეთილზე გამოსაქცევად, მაგრამ ხანდახან ზედმეტი საათიც მიწევს მუშაობაო.

შემოვიპატიჟე, მთელი განვლილი მასალა შევაჯამეთ; ორ საათზე მეტი ვიმეცადინეთ და შევთანხმდით, რომ ინგლისურს თავს არ დაანებებს.

დასახული მიზნისკენ სვლით საბოლოოდ დაეხმარება საკუთარ თავსაც და სამშობლოსაც.

კომენტარის დამატება: