პირველ ივნისს

მეცადინეობის გაცდენის შემდეგ ერთ-ერთ მშობელს შევეხმიანე ამბის მოსაკითხად.

ზარი ვერ გაიგო, რადგან მინდორში მუშაობდა საკვებისთვის.

წერილი დავუტოვე; რატომ აღარ დადის ბავშვი ინგლისურზე, დავინტერესდი.

რაიონში არსებული სოციალური ფონი მძიმეა, თუმცა უფრო მტკივნეული კონკრეტული ფაქტის გაგება ყოფილა.

მას მეცადინეობაზე მოსვლა ფეხსაცმლის უქონლობის გამო რცხვენია – მიპასუხა დედამისმა.

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. მოსწავლეს ფეხსაცმელი აქვს და ინგლისურის სწავლასაც აგრძელებს.

როცა გაიზარდება და წარმატებას მიაღწევს, სხვა ბავშვებს შთააგონებს თავისი ისტორიით.

კომენტარის დამატება: