აგარაში დასრულდა ინგლისურის მორიგი სასწავლო სეზონი.
დღეს დავწერე, რომ სემესტრის ბოლოს დასკვნითი სიურპრიზის გაკეთებას მსურდა მოსწავლეთათვის, რის შემდეგაც სპონსორობის მსურველი შემეხმიანა.
ყველაზე გამორჩეული კი ისაა, რომ ეს პიროვნება არც მადლობის გადახდას ითხოვს და არც ვინაობის გაჟღერებას; უბრალოდ სჯერა, სიკეთე ხმაურის გარეშე უფრო ძლიერია.
ამიერიდან სასწაულს მისი და ყველა იმ ადამიანის სახელი ჰქვია, ვინც სოფლად ჩემი გაწეული შრომის მნიშვნელობას ხედავს.