სოფლად ინგლისურის გამართული სწავლება რთული პროცესია.
ოჯახების უმრავლესობა ფინანსურ სირთულეებს აწყდება, საკლასო გარემოს მუდმივი მოვლა სჭირდება, რესურსებიც არასაკმარისია, თუმცა საუკეთესო ადამიანების მხარდაჭერით ვუმკლავდები ყოველდღიურ გამოწვევებს.
ზოგჯერ, მათ შორის ადგილობრივები, მეკითხებიან: რატომ არ ვეძებ კომფორტულ ცხოვრებას სხვაგან? მე კი ჯიუტად ვრჩები მიღებული გადაწყვეტილების ერთგული.
შეიძლება დღეს ეს ყველას არ ესმოდეს, მაგრამ წლების შემდეგ, როცა ახალი თაობის მოსწავლეები წარმატებას მიაღწევენ, იტყვიან: “ჩემი მასწავლებელი იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მეტი მოვინდომეთ და უკეთესი შედეგისთვის ვიბრძოლეთ.”