გაკვეთილი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ერთ-ერთი მოსწავლე ქოშინით შემოქანდა საკლასო ოთახში; საათს ახედა და კმაყოფილმა რომ ძალიან არ დაჰგვიანებია, დაიკავა თავისი ადგილი.
ვურჩიე, ადრე გამოსულიყო ხოლმე და მოასწრებდა მოსვლას.
“ძროხებს ვუვლიდით, მას და ისე გავიდა დრო, ვერ გავიგე. ეხლა რომ მივალ, პაპას უნდა მივეხმარო კიდე და მერე სკოლაში წავიდე. ბოდიშით.” – მითხრა მან.
ვერაფერი ვერ ვუპასუხე. მისმა სიტყვებმა თან გამაოცა, თან სიამაყე დამეუფლა. მიუხედავად გონებრივთან ერთად ფიზიკური შრომისა, ეს თერთმეტი წლის ბავშვი ასეთი მონდომებული რომ არის.
