სწრაფვა ცოდნისკენ

ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლეზე მინდა მოგიყვეთ და რატომ დავრჩი გაბრაზებული საკუთარ თავზე.

შარშან მისმა მშობელმა მომწერა, რომ მეცხრე კლასელის მოყვანა სურდა ინგლისურზე.

სამწუხაროდ, მიღება დასრულებული მქონდა და შუა სეზონზე აღარ ვამატებ მსურველებს.

მითხრა, რომ მომავალი წლისთვის კიდევ შემეხმიანებოდა.

ასეც მოხდა და უკვე გავითვალისწინე იგი ახალი ჯგუფის შედგენისას.

პირველ დღეს, როდესაც კიბეებზე ამომსვლელი ბავშვი დავინახე, გავშეშდი. გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, მას მამა ეხმარებოდა.

ჩვეულებრივ მივესალმე, როგორც სხვებს. თუმცაღა შინაგანად ჩემს თავზე ვბრაზობდი, რატომ არ დავაზუსტე მდგომარეობა და წელიწადი ვალოდინე.

საზოგადოების ყველანაირ ხელშეწყობას იმსახურებს ასეთი ბავშვების სწრაფვა განათლებისკენ.

კომენტარის დამატება: