ყოველ შაბათ-კვირას ის მოთმინებით უცდის გაკვეთილის დაწყებას.
არასდროს არ დაუგვიანია ინგლისურზე; პირიქით, ადრე მოდის ხოლმე და წიგნში ჩახედული იმეორებს ახალ მასალას.
მარიამი კილომეტრებით შორს, სხვა სოფელში ცხოვრობს და აგარამდე მოსასვლელ გზას ფეხით გადის.
როცა გაიზრდება, მჯერა, სიამაყით გაიხსენებს იგი ამ ყველაფერს.
მიუხედავად ორ-საათიანი დამღლელი გზისა ერთი სოფლიდან მეორეში მისასვლელად, იტყვის, რომ ეს ამად ღირდა.
