ასეთი შემთხვევები მახსენებს, თუ რატომ ავირჩიე მასწავლებლობა:
უმცროსკლასელი ბავშვი შემოუერთდა მეცადინეობას და ცარიელი მზერით დაჰყურებდა წიგნს პირველ გაკვეთილზე. კითხვა არ სურდა. ალბათ, ჯგუფელებთან მორცხვობისა და შეცდომის შიშის გამო.
აღარ ჩავეძიე, უბრალოდ ვუთხარი: “როცა მოგინდება საუბარი და წაკითხვა, მე აქ ვარ და გისმენ. შეცდომებს შეგისწორებ, სულ ესაა.”
მის მზერაში დაახლოებით იკითხებოდა: “ნუთუ მართლა გჯერათ, რომ ინგლისურს ავითვისებ?”
გავიდა ექვსი თვე. ახალი მოსწავლე ასაკობრივ ოლიმპიადაში ჩაერთო და 85 ქულა აიღო ასიდან.
ოლიმპიადიდან დაბრუნებულმა კი მითხრა: “პირველად მგონია, მას, რომ რაღაცის სწავლა შევძელი.”