მოსწავლეებზე და სწავლის პროცესზე მომიყევით, როგორი მეთოდი გაქვთ?
ჯგუფურ მეცადინეობებს ვატარებ. დროის ორ მესამედი სტუდენტების ჩართულობას ეთმობა – ეს იქნება დიალოგები, გამოკითხვა, თამაშები თუ სხვა აქტივობა.
გაკვეთილებს ისე ვამზადებ, რომ ინფორმაციული და აგრეთვე სახალისო იყოს.
მინდა, მოსწავლეებმა მაღალი ინტერესი შეინარჩუნონ და ამისთვის თავდაუზოგავად ვშრომობ.
გარდა იმისა, რომ ცოდნას ვუზიარებ, მათთან ერთად, მეც ვვითარდები.
პერიოდულობით უკუკავშირს ვიღებ, რათა სტუდენტების სურვილები გავითვალისწინო და საჭირო რელსებზე დავრჩე.
ავტორი: ნანკა ქოქიაშვილი; სრული ინტერვიუ fortuna.ge
