წინადადებას ვუთარგმნიდი უცხო ენის ჯგუფს და ფინიშთან ერთი მარტივი სიტყვა დამავიწყდა. ვერ გავიხსენე “ჩრდილი” ინგლისურად.
რა იქნება, ახლა გავქრებოდე მეთქი – ვფიქრობდი, როდესაც უკნიდან მშვიდი ხმა გავიგონე: “shadow” ხომ, მას?
ბავშვის ნათქვამზე მაშინვე გამახსენდა, რომ იმ კონტექსტში სიტყვა shade მჭირდებოდა.
ღელვა გაქრა, მივიხედ-მოვიხედე და მოსწავლეებიც წყნარად აგრძელებდნენ მუშაობას. შეგნებით, რომ მასწავლებელსაც შეიძლება ხანდახან დაავიწყდეს.
გაკვეთილის ბოლოს მადლობა ვუთხარი ჩემს გადამრჩენელ მოსწავლეს.
“არაფრის, მას. თქვენც ხომ ბუნებრივად იღებთ ჩვენს მილიონ შეცდომას, რადგან მათი გამოსწორებით ვვითარდებით…” – მიპასუხა მან და გონებაში ძველი მიმართვა ამომიტივტივდა, სადაც სწავლების ფილოსოფიაზე ვუყვები.
გაოცებული დავრჩი. ბავშვებმა არამარტო დაიმახსოვრეს, გაითავისეს კიდეც: ყველას შეიძლება დაავიწყდეს ან შეცდომა დაუშვას ცხოვრებაში, რაც არის ბუნებრივი მდგომარეობა.