ქალბატონი ია კობერიძე კნოლევიდან, მუშაობს ავლევის სკოლაში და ინგლისურს ეუფლება აგარაში (ფოტოზე მარჯვნივ).
ომის შემდეგ სოფლის ტერიტორიის დიდი ნაწილი მავთულხლართებს მიღმა მოექცა. აქედან გამომდინარე, კნოლეველთათვის თუნდაც საკუთარ ბაღებში გასვლა სარისკო გახდა.
უმძიმესი მოვლენების მიუხედავად, არც კი უფიქრია სახლის მიტოვება და ია საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ცხოვრობს.
ჩემთვის პატივია, ცოდნა გავუზიარო სამშობლოზე მაფიქრალ ასეთ ღირსეულ პიროვნებებს.
