მოსწავლის დავალებას ვამოწმებდი, რომელსაც ორი ფურცელი ფანქრით ეწერა. მე შევეკითხე, რატომ შეასრულა დავალება ფანქრით.
მიპასუხა, რომ კალამი გაუთავდა და ყიდვა დაეზარა.
შეიძლება მართალი იყო, თუმცა ის ფაქტი რომ სახლში ერთი კალამი ჰქონდათ, ესეც გულისწყვეტას იწვევს მასწავლებლისთვის.
არ მინდოდა, გაჭირვების გამო ბავშვს შერცხვენოდა, თუ ჯგუფელების თანდასწრებით ვაჩუქებდი პასტებს.
მომდევნო გაკვეთილზე პრეზენტაციები მოვაწყე და მის ჯგუფში ყველას გადავეცი საკანცელარიო კომპლექტი პრიზად.
