წლებია, ჩემი სურვილები განათლების გარშემო ტრიალებს: როგორ ვასწავლო რაიონში უკეთესად, დავასაჩუქრო მოსწავლეები ჩანთებით, წიგნებითა თუ საკანცელარიო ნივთებით.
საქველმოქმედო მიდგომის გამო ყველაზე შეჭირვებული ოჯახებიდანაც დაინტერესდნენ ინგლისურის ათვისებით, რადგან მათთვის ხელმისაწვდომი პირობები შევქმენი.
ყოველდღიურმა შეხვედრებმა აქაურ ბავშვებთან დამაფიქრა იმაზე, რომ მხოლოდ გაკვეთილების ჩატარება საკმარისი არ იყო და თუ შესაძლებლობა მექნება, ისინი დამატებით წამეხალისებინა. არაერთი ადამიანის დახმარებით ეს მოვახერხე, მაგრამ დღეს კონკრეტულ კომპანიაზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც ბოლოს გვერდით დამიდგა.
ეს გახლავთ MKD LAW. მისი წარმომადგენელი დამიკავშირდა და მთხოვა, იმ ნივთების სია მიმეწერა, რომლებიც მეცადინეობაში გვეხმარება. შემდეგ დედაქალაქიდან აგარაში სასწავლო რესურსებით დატვირთული ჩამოვიდა.
წელს განსაკუთრებით მომზადებული ვხვდებით და სოფლად მცხოვრები ბევრი პატარას გულს გავახარებ. ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება დახმარება წარმატებული მომავლის შესაქმნელად.
