თითზე ჩამოსათვლელი იქნება კომპანიები, რომლებიც გვერდით დამდგომიან საგანმანათლებლო საქმეში.
მათ შორის არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ბერმელი” აჭარიდან, რომელმაც ძველით ახალ წელს მოსწავლეები დამისაჩუქრა.
ქართლელ ბავშვებს ნაირ-ნაირი სასწავლო ნივთები და ტკბილეულობა გადავეცით.
მადლობა კომპანიის მარკეტინგის მენეჯერს ნათია ორველაშვილს ჩვენი საქმიანობით დაინტერესებისთვის.
დიდ ქალაქებთან შედარებით პერიფერიაში დღემდე გამოწვევად რჩება ხარისხიან რესურსებზე ხელმისაწვდომობა.
ყველა მსგავს ინციატივას სიხარულით შევხვდები, რათა მეტი პატარას გული გავახარო და მოტივაცია ავუმაღლო მნიშვნელოვანი უცხო ენის სასწავლად.
