შემოდგომის სემეტრისთვის მიმდინარეობს ამჟამად წინასწარი ჩაწერა.
დამიკავშირდა ერთ-ერთი მშობელი – მეხუთე კლასში გადავიდა მისი ბიჭი და სურს, ინგლისურზე შემოყვანა.
გავუგზავნე პირობები, პასუხად კი ვიღებ: შეიძლება გადასახადს ვერ გავწვდე, მაგრამ სექტემბრამდე იქნებ რამე გამომიჩნდესო.
მეუღლე გარდაცვლილი ჰყოლია, მუშაობს 450 ლარზე; დამატებული შვილის ობლობის შემწეობა, რაც საყოფაცხოვრებო ხარჯებში ძლივს ჰყოფნით. რომ აღარაფერი ვთქვათ ორი შვილის შენახვაზე.
ამ ორმა წყარომ ერთად უნდა უზრუნველყოს მათი კვება, ტანსაცმელი და კომუნალური ხარჯი. თუ ბიუჯეტი გაწვდა, განათლება მოდის შემდგომ.
იგივე ერთი დედის ყოველდღიური ბრძოლაა არსებობისთვის.
კეთილი ადამიანების დაფინანსებით, მეხუთეკლასელმა ნიკოლოზმა დაიწყო უცხო ენის სწავლა. 1 სექტემბერს მას ასევე გადავეცი სასწავლო ნივთები. ნიკოლოზის ოჯახზე დეტალური ინფორმაცია კი სპონსორებს მივაწოდე.