1 ოქტომბერს ზუსტად ხუთი წელი შესრულდა იმ დღიდან, როდესაც აგარაში დავიწყე ინგლისურის სწავლება.
ამ დროის განმავლობაში ვნახე, როგორ შეუძლია ენთუზიაზმსა და თავდადებას რეალობის შეცვლა.
2020 წელს დაწყებულმა ინიციატივამ საბოლოოდ მრავალი მოსწავლის გულამდე მიაღწია.
ხელმისაწვდომი განათლების შანსი გაუჩნდათ ოჯახებს, ვისაც ძვირადღირებული გაკვეთილების შესაძლებლობა არ აქვთ.
მხარდამჭერებთან ერთად მოვაწყე საკლასო ბიბლიოთეკა; გავეცი ასობით წიგნი, საკანცელარიო ნივთები და შევქმენით გარემო, სადაც სწავლა-განვითარება ყველაზე ღირებულია.
ჩემი გვერდი ინახავს 2020 წლის კადრებსაც და უახლესსაც. როცა ვუყურებ, ვრწმუნდები რამდენის გაკეთებაა შესაძლებელი იდეებითა და ამ იდეების რეალობაში გადმოტანის დაუღალავი მცდელობებით.
