რაიონში ცხოვრობს მრავალშვილიანი ოჯახი, ექვსი და-ძმით.
მამა მუშაობს, დედა ბავშვებზეა გადაყოლილი; აბიტურიენტმა შვილმაც მარკეტში დაიწყო მუშაობა და ოჯახს ეხმარება მცირე შემოსავლით.
მან ასევე გადაწყვიტა საკუთარი ხარჯით ასწავლოს უმცროს დედმამიშვილს უცხო ენა.
წარმოიდგინეთ, მიზერულ ანაზღაურებაზე მყოფი ბავშვი ეხმარება მეორე ბავშვს.
ქველმოქმედი ადამიანების თაოსნობით, სამი მოსწავლე უსასყიდლოდ მეცადინეობს ახლა ინგლისურში.
სესილის მხარდაჭერასაც თუ გადაწყვეტთ, მის ოჯახს შევატყობინებ და გავახარებთ.
ანა კასრაშვილმა უზრუნველყო სესილის სწავლის დაფინანსება წლის ბოლომდე. ანას უკვე გადავეცი საკონტაქტო ინფორმაცია აღნიშნულ ოჯახზე.