ინგლისურში მეორე კონკურსის გამარჯვებული და 500 ლარის მფლობელი გახდა ანდრია ოსაძე.
აღნიშნული კონკურსი ფონდი “ლუტეციას” დაფინანსებით იმართება.
მასში მონაწილეობა შეუძლიათ ოთხი თვის ჯამური შედეგების მიხედვით საუკეთესო ათ მოსწავლეს.
მეორე ადგილი დაიკავა გოგა შავერდაშვილმა – დაჯილდოვდა 300 ლარით, ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა გიორგი მირიანაშვილი, რომელსაც 100 ლარი გადაეცა.
დანარჩენ მონაწილეებს დაურიგდათ ლუტეციას ბრენდული მაისურები, ტკბილეული და ბლოკნოტები.
