დაწყებითი კლასის მოსწავლე მეკითხება, რატომ არის უფერული ის ბალიში, რომელსაც სკამის საზურგედ ვიყენებ.
გავუღიმე და ვუპასუხე:
“ალბათ იმიტომ, რომ ჯერ არავის გაუფერადებია.”
რამდენიმე დღის შემდეგ გაკვეთილზე შეფუთვა გამომიწოდა.
გავხსენი და შიგნით ხელით შეკერილი ბალიშის პირი იყო, ფერადი ორნამენტებითა და პატარა წითელი ყვავილით.
“ახლა უკეთესია.” – მითხრა მან, როგორც კი შევცვალეთ.
მართლაც, უკეთესი გახდა არა მხოლოდ ნაცრისფერი ბალიში, უკეთესი გახდა ჩემი დღეც.
