ყოველთვე მოსწავლეებთან ერთად განსაკუთრებულ დღეს აღვნიშნავთ – დაჯილდოების ცერემონიას.
ამ დღეს მათ გადაეცემათ “თვის ლიდერის სერტიფიკატები” და დიდი სასაჩუქრე ყუთიდან ირჩევენ სასურველ სუვენირებს.
მე მჯერა, რომ მოტივაცია მხოლოდ სიტყვებით არ უნდა შემოიფარგლოს; ის უნდა იგრძნობოდეს, აღინიშნოს და დარჩეს მათ მეხსიერებაში პოზიტიურ გამოცდილებად.
ამ ეტაპზე ვეძებ პარტნიორ/სპონსორ კომპანიას, რომელიც მზად იქნება მხარი დაუჭიროს ყოველთვიურ ცერემონიას და მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ისტორიის ნაწილი გახდეს.
თუ მოისურვებთ ინვესტიციას სოფლად მცხოვრები ბავშვების განათლებაში – მოხარული ვიქნები თანამშრომლობაზე სასაუბროდ.
500 ლარის სასწავლო ნივთები საკმარისია ათი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლის გასახარებლად ყოველთვიურად; მაგალითი იმისა, რომ ბეჯითი შრომა უფასდებათ.
