ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლეზე მინდა მოგიყვეთ და რატომ დავრჩი გაბრაზებული საკუთარ თავზე.
შარშან მისმა მშობელმა მომწერა, რომ მეექვსე კლასელის მოყვანა სურდა ინგლისურზე.
სამწუხაროდ, მიღება დასრულებული მქონდა და შუა სეზონზე აღარ ვამატებ მსურველებს.
მითხრა, რომ მომავალი წლისთვის კიდევ შემეხმიანებოდა. ასეც მოხდა და გავითვალისწინე ახალი ჯგუფის შედგენისას.
როდესაც ბავშვი გასაუბრებაზე დავინახე, გავშეშდი. მისი ხელი უმცროს ძმას ეკავა, ისე ჩამოდიოდნენ კიბეებზე.
გოგონას გადაადგილება უჭირს და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონია.
ჩვეულებრივ მივესალმე, როგორც სხვებს. თუმცაღა შინაგანად ჩემს თავზე ვბრაზობდი, რატომ არ დავაზუსტე მდგომარეობა და წელიწადი ვალოდინე.
დღემდე ერთი გაკვეთილი არ გაუცდენია; ჩართულია სასწავლო აქტივობებში. ამავდროულად ის ყველაზე კეთილი და მეგობრულია ჯგუფელთა მიმართ.
საზოგადოების ყველანაირ ხელშეწყობას იმსახურებს ასეთი ბავშვების სწრაფვა განათლებისკენ.