როდესაც ანა ქასრაშვილმა LinkedIn-ზე მომწერა, რომ წლის ბოლომდე ერთ-ერთი ბავშვის დაფინანსება სურდა, მაშინვე სიას გადავხედე და მეექვსე კლასელი ნინი ავარჩიე.
იგი თამარაშენში ცხოვრობს – სოფელში, რომელიც ზედ საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.
ყოველ შაბათ-კვირას ის მოთმინებით ელოდება აგარაში გაკვეთილის დაწყებას.
არასდროს არ დაუგვიანია ინგლისურზე; პირიქით, ადრე მოდის ხოლმე და წიგნში ჩახედული იმეორებს ახალ მასალას.
92% ჯამური შედეგით ნინო სექტემბრის თვის ლიდერებშიც მოხვდა.
მჯერა, როცა გაიზრდება და წარმატებული ადამიანი გახდება, ამ სიკეთეს ანას სხვა ბავშვების თანადგომით გადაუხდის.