რაიონში ცხოვრობს მრავალშვილიანი ოჯახი, ექვსი და-ძმით.
მამა მუშაობს, დედა ბავშვებზეა გადაყოლილი; აბიტურიენტმა შვილმაც მარკეტში დაიწყო მუშაობა და ოჯახს ეხმარება მცირე შემოსავლით.
მან ასევე გადაწყვიტა საკუთარი ხარჯით ასწავლოს უმცროს დედმამიშვილს უცხო ენა.
წარმოიდგინეთ, მიზერულ ანაზღაურებაზე მყოფი ბავშვი ეხმარება მეორე ბავშვს.
ქველმოქმედი ადამიანების თაოსნობით, სამი მოსწავლე ახლა უსასყიდლოდ მეცადინეობს ინგლისურში.
სესილის მხარდაჭერასაც თუ გადაწყვეტთ, მის ოჯახს შევატყობინებ და გავახარებთ.
ანა კასრაშვილმა უზრუნველყო სესილის სწავლის დაფინანსება წლის ბოლომდე. მას უკვე გადავეცი საკონტაქტო ინფორმაცია აღნიშნულ ოჯახზე.