ბოლო თვეებია ვამჩნევ, როგორი მრავალფეროვანი გახდა ჩემი საკლასო გარემო.
ვხედავ იმასაც, რომ გაკვეთილის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ადამიანობასთან, მოთმინებასთან და იმ ბავშვების დამატებით მხარდაჭერასთან, ვინც სამყაროს სრულიად განსხვავებული კუთხიდან უყურებს:
აუტიზმის სპექტრით, დისლექსიით, დისგრაფიით, ჰიდროცეფალიით, ჰიპერაქტიურობით, სხვადასხვა მოტორული სირთულეებით.
მათთან მუშაობა არის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც მასწავლებელს შეიძლება გადასცენ.
არ ვარ ნევროლოგი ან ფსიქოლოგი, თუმცა შემიძლია ვიყო ადამიანი, ვინც უსაფრთხო გარემოს ქმნის და აფასებს მცირე მონდომებასაც კი.
როდესაც აუტიზმის მქონე ბავშვს თვალები უნათდება, რადგან მის ხუმრობას შენც ხუმრობითვე უპასუხე, ეს ნიშნავს ნდობას.
როდესაც ჰიპერაქტიური მოსწავლე ჩერდება და ბოლომდე მოგისმენს, ეს არის პროგრესი.
როდესაც დისგრაფიის მქონე მოსწავლე პირველად სწორ ხაზს გაავლებს, ესეც არის წარმატება.
ხანდახან ისინი უფრო მეტს გვასწავლიან, ვიდრე ჩვენ მათ.
თუ მასწავლებელი ბრძანდებით და გგონიათ, რომ საკმაოდ გამოცდილი ხართ ან ყველაფერი გინახავთ, მომავალში ახალი სტუდენტი შეგახსენებთ, რომ სწავლა არასდროს არ მთავრდება.