საკლასო აქტივობის შემდეგ მოსწავლე მეუბნება: “ისეთი შეგრძნება მქონდა დღეს, თითქოს მულტფილმს ვუყურებდი!”
მას მერე გონებაში ეს ფრაზა მიტრიალებს.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებამ რთული პირობები არგუნა, იგი მაინც პოულობს ინტერესსა და ბედნიერებას ცოდნის მიღებაში.
ელენეს აქვს ჰიდროცეფალიის დიაგნოზი (თავის ტვინში ხდება სითხის დაგროვება, რაც საჭიროებს მუდმივ სამედიცინო კონტროლს).
მისი შთაბეჭდილებიდან ვრწმუნდები, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი ფორმატის აქტივობები ბავშვებისთვის, რომელთაც მეტი მხარდაჭერა ესაჭიროებათ.
მათ შორისაა ინტერესიანი, შრომისმოყვარე და დიაგნოზიდან გამომდინარე, უფრო ემოციური ელენიკო.
