პატარა დასახლების მასწავლებელი კი ვარ, მაგრამ ჩემი ინიციატივა მხოლოდ ერთ სკოლას არ მოიცავს.
სხვადასხვა სოფლიდან ჩამოდიან აგარაში – ცოდნის, განვითარების, წარმატების მოპოვებისთვის.
სწორედ ახლა უნდა მოგიყვეთ ფაქტები ერთ-ერთ წარმატებულ მოსწავლეზე:
კინგსის ოლიმპიადაზე მიიღო 100/100 ქულა;
ვახტანგ ფხაკაძის ფონდ ლუტეციასთან ერთად ჩატარებულ კონკურსში წელს დაიკავა I ადგილი;
ზედიზედ მეოთხედ მოხვდა თვის ლიდერებში და აიღო სერტიფიკატი;
ფონდ ლუტეციასთან ერთად ჩატარებულ კონკურსში გასულ წელს დაიკავა II ადგილი;
ლინგოსტარის ოლიმპიადაზე ასპარეზობის შემდეგ ჰქონდა გასაუბრება უცხოელ პედაგოგთან;
ანდრია მესამე კლასში შემოუერთდა ინგლისურს; ახლა მეექვსეშია. დადის სოფელი ფციდან.
მისი მაგალითი გვიჩვენებს, რამხელა შედეგები მიიღწევა, როდესაც განათლებას პრიორიტეტად ვაქცევთ.
სამომავლოდ მჯერა, ჩემი მოსწავლეები კიდევ არაერთხელ გაგვაკვირვებენ.
