ზოგ ადამიანს ჰგონია, რომ ვმუშაობ საჯარო სკოლაში ან სხვა ორგანიზაციაში, როგორც სისტემის ნაწილი. რეალურად კი ჩემს სივრცეში ვგეგმავ და ვატარებ ინგლისურის გაკვეთილებს.
ამავდროულად ვცდილობ მოვიზიდო მხარდაჭერა, რათა ეს საქმე შეუფერხებლად გაგრძელდეს.
დამოუკიდებლობამ მომცა ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი – თავისუფლება.
თავისუფლება, რომ საკუთარი მეთოდოლოგია შემექმნა და პრაქტიკაში დამენერგა იგი.
სამომავლოდ, ალბათ, მიეცემა ამ ინიციატივას შანსი კიდევ უფრო დიდ, სასიკეთო საქმედ გარდაიქმნას.
