სექტემბერში მორიგი სასწავლო სეზონი იწყება და მინდა, წინასწარ გაგიზიაროთ ერთი რამ — ეს წელი სიახლეებით ძალიან დატვირთული იქნება.
სამ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად არაერთ საინტერესო შესაძლებლობას ვგეგმავ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს შესაძლებლობები ეტაპობრივად ჩემს ყველა სტუდენტამდე მივა.
მთავარია, გააგრძელოთ შრომა და გააუმჯობესოთ შედეგები, რომელსაც თვიდან თვემდე გავაცნობ თქვენს მშობლებს, ბავშვებო.
წარმატებები თითოეულ თქვენგანს!
