ოქტომბრის თვის საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები დავაჯილდოვე.
ბავშვებს ლიდერის სერტიფიკატები და სხვადასხვა საჩუქარი გადავეცი.
სამწუხაროდ, დაჯილდოებას ორი მოსწავლე ვერ დაესწრო.
როცა დანარჩენებს ვუთხარი, რომ შეეძლოთ მაგიდაზე დატოვილი საჩუქრებიც აეღოთ, თავად გადაწყვიტეს, რომ ეს ყველაფერი გიორგის და ნინოსათვის შეენახათ.
მიხარია, რომ ამ განსაკუთრებულ ბავშვებთან მუშაობის შესაძლებლობა მაქვს.
ყველას მიზანი ინგლისურის სწავლაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორი ადამიანები იზრდებიან ამ პატარა კლასში.
