მეორედ ვესტუმრეთ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს SEU-ს. პირველად 2025 წელს ვიყავით.
აგარისა და ქვენატკოცის მოსწავლეებს ამჯერად მოხისსა და ფცაში მცხოვრები ბავშვებიც შეუერთდნენ.
მათ დაათვალიერეს კამპუსი, დაესწრნენ ლექციას, ნახეს AI ლაბორატორია, სადაც უცხოელი სტუდენტები გაიცნეს.
ექსკურსიის ბოლოს ყველა დასაჩუქრდა სეუ-სგან; ხოლო აპრილის თვის ლიდერებს უფროსკლასელთა ნაკადიდან იქვე გადავეცით სერტიფიკატები.
მადლიერი ვარ ყველა იმ ორგანიზაციის, ვინც თანამშრომლობს ჩემთან და დაუვიწყარ გამოცდილებას ჩუქნის სოფლად მცხოვრებ თაობას.
