ოქროს სერტიფიკატი გადაეცემა თვის საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს.
აღნიშნული საკლასო აღიარება ბავშვებში უფრო ზრდის მეცადინეობის სურვილს.
უარი ახალ სამსახურზე
ვიღაცები ჩათვლიან, რომ სულელი ვარ.
ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანიიდან დამირეკეს.
შემომთავაზეს სრულგანაკვეთიანი მთარგმნელის პოზიცია აგარაში არსებულ ქარხანაში და საკმაოდ მაღალი ხელფასი.
მე კი მხოლოდ ერთი წუთი დამჭირდა გააზრებისა და თავაზიანი უარის სათქმელად.
(more…)skedy.life
მოხარული ვარ, გაგიზიაროთ სიახლე:
დავემატე SKEDY-ს, მისი დამფუძნებლის ქალბატონი მარიამის მოწვევით.
“სკედი” არის ქართული სტარტაპი, რომელიც გაგიადვილებთ მწვრთნელის, ინსტრუქტორის ან მასწავლებელის მოძიებას კონკრეტულ არეალში.
(more…)მაგიდის ფეხბურთი
პატარა გიორგი მწერს, რომ მისთვის ძალიან კარგად ჩაიარა სასწავლო წელმა; ყველაზე მეტად მოეწონა ინგლისურად საუბარი და მომავალი სემესტრისთვის ისურვებდა მაგიდის ფეხბურთის დამატებას.
როგორც მასწავლებელს, ხუმრობად შეიძლება მიმეღო ბოლო ნაწილი – ბავშვურ ფანტაზიად ჩამეთვალა, მაგრამ…
გიორგის ჯგუფისთვის ვეძებე და მართლა შევიძინე სამაგიდო ფეხბურთის დაფები. სტანდარტულთან შედარებით მომცრო ვარიანტი.
(more…)ობოლი ბიჭი დაფინანსდა
შემოდგომის სემეტრისთვის მიმდინარეობს ამჟამად წინასწარი ჩაწერა.
დამიკავშირდა ერთ-ერთი მშობელი – მეხუთე კლასში გადავიდა მისი ბიჭი და სურს, ინგლისურზე შემოყვანა.
გავუგზავნე პირობები, პასუხად კი ვიღებ: შეიძლება გადასახადს ვერ გავწვდე, მაგრამ სექტემბრამდე იქნებ რამე გამომიჩნდესო.
(more…)სულში ჩამწვდომი გამოხმაურება
ვახტანგ ფხაკაძის სახელობის ფონდი “ლუტეცია” წერს ინსტაგრამზე:
(more…)ბედნიერი არდადეგები
ინგლისურის მორიგი სასწავლო სეზონი დასრულდა.
დღეს დავწერე, რომ სემესტრის ბოლოს დასკვნითი სიურპრიზის გაკეთებას მსურდა მოსწავლეთათვის, რის შემდეგაც სპონსორობის მსურველი შემეხმიანა.
ყველაზე გამორჩეული კი ისაა, რომ ეს პიროვნება არც მადლობის გადახდას ითხოვს და არც ვინაობის გაჟღერებას; უბრალოდ სჯერა, სიკეთე ხმაურის გარეშე უფრო ძლიერია.
(more…)პროფესიული პრაქტიკის პროგრამა
დოკუმენტაციის შეგროვება, ათი შევსებული გვერდი, სამი ესე, ერთი პროექტი; უაღრესად განათლებული პროფესორის რეკომენდაცია.
ამით ყველაზე რთული სამუშაო გაწეულია, ხოლო აპლიკაცია მიღებული; მომენიჭა სპეციალური სააპლიკაციო ნომერი.
ეს იმას ნიშნავს, რომ რეალური შანსია, მომავალ წელს პრაქტიკა შტატებში გავიარო. დაბრუნებულმა კი ამერიკული პედაგოგიური გამოცდილებით განვაგრძო სწავლება.
(more…)Temur Ikoshvili
ინგლისურს ვასწავლი დაბა აგარაში Ikoshvili.com
In the small town of Agara, big dreams are quietly growing; step by step, with purpose and patience.
Many of my students come from villages with limited opportunities, yet their determination is limitless. Each student holds a hope: to speak fluent English, connect with the world, and build a brighter future.
I teach them all through the TemIk Method, an approach I developed after years of practical classroom experience.
It’s not just about grammar or vocabulary. It’s about confidence, curiosity, and creating a new path for every child who dares to dream.
On that journey, the children’s progress is both my reward and a reminder of why this work matters.
(more…)26 მაისი
ისტორიული თარიღი, რომელიც არის ჩვენი ვალდებულებების შეხსენება: ვიყოთ განათლებული, სამართლიანი და ამ ქვეყნის ერთგული მოქალაქეები.
აგარიდან გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
(more…)