ერთი კომენტარი ნამდვილ ამბად იქცა:
პროფესიით გერმანისტმა თეონა ალაშვილმა პოსტი დამიკომენტარა, რომ დიდი სურვილი ჰქონდა ჩემი მოსწავლეები ენახა და უცხო ენების შესახებ მათთან ესაუბრა.
ამ კომენტარის წაკითხვისთანავე ჩვენს კლასში მოვიწვიე იგი.
(more…)ერთი კომენტარი ნამდვილ ამბად იქცა:
პროფესიით გერმანისტმა თეონა ალაშვილმა პოსტი დამიკომენტარა, რომ დიდი სურვილი ჰქონდა ჩემი მოსწავლეები ენახა და უცხო ენების შესახებ მათთან ესაუბრა.
ამ კომენტარის წაკითხვისთანავე ჩვენს კლასში მოვიწვიე იგი.
(more…)ზოგ ადამიანს ჰგონია, რომ ვმუშაობ საჯარო სკოლაში ან სხვა ორგანიზაციაში, როგორც სისტემის ნაწილი. რეალურად კი ჩემს სივრცეში ვგეგმავ და ვატარებ ინგლისურის გაკვეთილებს.
ამავდროულად ვცდილობ მოვიზიდო მხარდაჭერა, რათა ეს საქმე შეუფერხებლად გაგრძელდეს.
დამოუკიდებლობამ მომცა ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი – თავისუფლება.
(more…)TEDx-ის ყურებისას ბავშვობაში ვფიქრობდი – რა მაგარი იქნებოდა, ერთ დღეს მეც რომ გამეზიარებინა ჩემი იდეა.
რამდენიმე კვირის წინ აპლიკაცია გავაგზავნე TEDxTbilisi-ზე. გუშინ კი გავიგე, რომ გამომსვლელთა შორის ვერ მოვხვდი. მიზეზად აღნიშნეს მაღალი კონკურენცია.
სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიკვირდა.
(more…)ექვსი წლის წინ, როდესაც აგარაში საგანმანათლებლო საქმე დავიწყე, ზოგი ადამიანი სკეპტიკურად მიყურებდა. მეუბნებოდნენ, რომ ასეთ კონკურენციაში სამი თვეც ვერ გავძლებდი.
დაბაში უკვე იყვნენ დამკვიდრებული სკოლის მასწავლებლები და თითქოს ყველაფერი განაწილებული ჰქონდათ.
მე კი მჯეროდა, რომ განათლებაში ყოველთვის მოიძებნება ხარისხიანი შრომის ადგილი.
(more…)პატარა იდეით მოვედი და ვეძებ კომპანიას ან ადამიანს, ვისთანაც ახლოს იქნება ეს იდეა.
კლასის მოსაცდელი აგარაში მინდა უფრო თბილ, კომფორტულ, შემოქმედებით სივრცედ ვაქციო. მეტად “ბავშვური” და თავისუფალი რომ იყოს.
პირველი ნაბიჯი ამისთვის გადავდგი – კედლებზე საგაკვეთილო ფოტოები და მოსწავლეთა აქტივობების კადრები გავაკარი.
(more…)დაწყებითი კლასის მოსწავლე მეკითხება, რატომ არის უფერული ის ბალიში, რომელსაც სკამის საზურგედ ვიყენებ.
გავუღიმე და ვუპასუხე:
“ალბათ იმიტომ, რომ ჯერ არავის გაუფერადებია.”
რამდენიმე დღის შემდეგ გაკვეთილზე შეფუთვა გამომიწოდა.
ვახტანგ ფხაკაძის “ფონდ ლუტეციასთან” კოლაბორაციით მეორედ გავმართე ინგლისურის კონკურსი.
კონკურსში მონაწილეობდნენ გასული სეზონის საუკეთესო შედეგის მქონე 10 მოსწავლე თითოეული ჯგუფიდან (დაწყებითებისა და ზრდასრულების გარდა).
გამოვლინდა სამი გამარჯვებული, თუმცა დაჯილდოვდა ყველა მონაწილე. საპრიზო ფონდმა შეადგინა 1000+ ლარი.
(more…)ინგლისურში მეორე კონკურსის გამარჯვებული და 500 ლარის მფლობელი გახდა ანდრია ოსაძე.
აღნიშნული კონკურსი ვახტანგ ფხაკაძის სახელობის ფონდი “ლუტეციას” დაფინანსებით იმართება.
მასში მონაწილეობა შეუძლიათ ოთხი თვის ჯამური შედეგების მიხედვით საუკეთესო ათ მოსწავლეს.
(more…)2025 ნაყოფიერი წელი იყო სასწავლო მეთოდის განვითარებისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით.
ხუთმა ორგანიზაციამ დაგვიჭირა მხარი: ფონდი ლუტეცია, კონიკა მინოლტა, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, ეროვნული უნივერსიტეტი სეუ და ბერმელი.
ასეთი პარტნიორობა ნიშნავს იმას, რომ განათლებაში ინვესტიცია რეალურ ცვლილებებს ქმნის. კლასი ტექნოლოგიურად აღიჭურვა, ხოლო ბავშვები სასწავლო რესურსით.
(more…)ჩვენ Secret Santa-ს არ ვთამაშობთ, რადგან მასწავლებელი ყველას თანაბრად ასაჩუქრებს.
ბავშვებმა არ უნდა იგრძნონ შედარება, განსხვავება ან იმედგაცრუება.
მინდა, რომ ამ დღეს ყველამ ერთნაირად გახარებულად იგრძნოს თავი.
(more…)